თბილისის რეფერალურ საავადყმყოფოში თერმული დამწვრობით მოთავსებული წლინახევრის ბიჭის ჯანმრთელობის მდგომარეობა
ამ დრომდე მძიმეა.
როგორც რეფერალური საავადმყოფოს ექიმები აცხადებენ, ბავშვს მე-2-მე-3 ხარისხის დამწვრობა სახისა და გულ-მკერდის არეში აღენიშნება.
მათი განცხადებით, წლინახევრის ბავშვმა დამწვრობა ცხელი კერძის გადასხმის შედეგად მიიღო. მას სხეულის 15% აქვს დამწვარი.
პაციენტს თავდაპირველად ქუთაისის საეკლესიო საავადმყოფოში მკურნალობდნენ, შემდეგ კი, ის კატასტროფის ბრიგადამ თბილისში გადაიყვანა.
პაციენტი ამ დროისთვის რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.
