დედაქალაქში საახალწლო განათებების მონტაჟი გრძელდება. აღნიშნული სამუშაოებიდან გამომდინარე, დედაქალაქის
მერიის ინფორმაციით, მელიქიშვილის გამზირი, ამაღამ 00:00 საათიდან 21 დეკემბრის 07:00 საათამდე გადაიკეტება.
სამუშაოებს „თბილსერვის ჯგუფი“ ახორციელებს.
