თბილისის ნაწილს წყალმომარაგება შეუწყდება
თბილისის ნაწილს წყალმომარაგება შეუწყდება
10:54 31.07.2012
დედაქალაქის რამდენიმე ქუჩას დღეს წყალმომარაგება შეუწყდება.
კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ინფორმაციით , კერძო სექტორში მიმდინარე გამრიცხველიანების გამო, წყალი ისან-სამგორის რაიონში ბოგდან ხმელნიცკის, დედოფლისწყაროსა და რუსთაველის ქუჩებს არ მიეწოდება.
აღნიშნულ აბონენტებს წყლის მიწოდება 20:00 საათიდან აღუდგება.
ზესტაფონისა და ჭყონდიდელის ქუჩების კვეთაზე მომხდარი დაზიანების ლიკვიდაციის მიზნით კი, 16:00 საათამდე წყალმომარაგება გურამიშვილის გამზირს ლიახვის ქუჩიდან კინო საქართველომდე მიმდებარე ქუჩებით, დადიანის გამზირს კინო საქართველოდან გადასასვლელ ხიდამდე მიმდებარე ქუჩებით შეუწყდება.
კომპანიის ინფორმაციით, გათიშულ აბონენტებს წყალი სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ, ეტაპობრივად ჩაერთვებათ.


ბეჭდვა