მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე საშუალო წნევის მიწისქვეშა გაზსადენის გადალაგების სამუშაოების გამო, დღეს თბილისის ნაწილს გაზმომარაგება შეუწყდა.
როგორც "ნიუსპრესს" "ყაზტრანსგაზ-თბილისიდან" აცნობეს, შეზღუდვები ისნის რაიონში ქ. წამებულის ქუჩის ნაწილს, დოლაბაურის და მის მიმდებარე ქუჩებს შეეხოთ.
გაზმომარაგება შეუწყდა კრწანისის რაიონში ბ. კალანდაძის, ნადიკვარის და მის მიმდებარე ქუჩებს. მთწმინდის რაიონში კი ლესელიძის და მის მიმდებარე ქუჩებსა და თავისუფლების მოედანს.
"ყაზტრანსგაზ-თბილისის" ცნობით, გაზმომარაგება 18:00 საათიდან ეტაპობრივად აღდგება.
