თბილისის ზოგიერთ ქუჩას დღეს შუქი გაეთიშება
თბილისის ზოგიერთ ქუჩას დღეს შუქი გაეთიშება
09:01 31.07.2012
დედაქალაქის რამდენიმე ქუჩას დღეს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.
როგორც „ნიუსპრესს“ კომპანია „თელასიდან“ აცნობეს, შუქი 09:00-დან 18:00 საათამდე ფურცელაძის, ფხოვის, ჭანტურიას, ათონელის და თაბუკაშვილის ქუჩებს გაეთიშება.
ენერგომომარაგება 10-დან 13:00 საათამდე კიკვიძის, თეთნულდის, როსტოვის, მიჩურინის, ზაქრაძის, მეუნარგიას და აჭარის ქუჩებს, ხოლო 10-დან 14:00 საათამდე სოლოლაკის ხევის აბონენტებს შეეზღუდება.
შეზღუდვა 10-დან 16:00 საათამდე მუხიანის IV „ა” და „ბ” მიკრორაიონებს, დიღმის მასივის I კვარტალს, ვაჟა-ფშაველას და ყაზბეგის გამზირების ნაწილს, ასევე, საბურთალოს ქუჩას შეეხება.
ელექტროენერგია 10-დან 17:00 საათამდე ბაგრატიონის, მნათობის, დავითაშვილის, ჯაბაურის, დიღომბარის, უზნაძის და მიმდებარე ქუჩებს, გლდანის VII მიკრორაიონს, ქეთევან წამებულის გამზირის და აბუსერიძე-ტბელის ქუჩას არ მიეწოდება.
სარემონტო სამუშაოების გამო, 10-დან 18:00 საათამდე შუქი ლილოს დასახლების, მოსკოვის გამზირის და ვარკეთილის მასივის მე-10 კვარტალს, აღმაშენებლის გამზირის ნაწილს, წინამძღვრიშვილის, ცაბაძის, აბასთუმნის, სანაპიროს, ყიფიანის, ფოთის, ბაგრატიონის, ევდოშვილის, ქუთაისის და მიმდებარე ქუჩებს გაეთიშება.
დროის აღნიშნულ მონაკვეთში ელექტროენერგია თემქის IV მიკრორაიონის, მესხიშვილის, ენისელის, ლოტკინის, კაჭრეთის და მიმდებარე ქუჩებს, აღმაშენებლის ხეივნის და გელოვანის გამზირს არ მიეწოდება.
ქვესადგურში „ტაბახმელა“ სარემონტო სამუშაოების გამო, 11-დან 15:00 საათამდე ელექტროენერგია სოფლების - ტაბახმელა და წავკისის ნაწილს, ხოლო 11-დან 15:00 საათამდე ფონიჭალის დასახლებას შეეზღუდება.
ქვესადგურში „ორხევი“ სარემონტო სამუშაოების გამო კი, შუქი 11-დან 17:00 საათამდე კახეთის გზატკეცილის, ალექსეევკის დასახლების და თვალჭრელიძის ქუჩის აბონენტებს გაეთიშება.

ბეჭდვა