გურამიშვილის გამზირი N74ა-ს მიმდებარედ არსებულ შესახვევში საგზაო ინფრასტრუქტურა
მოწესრიგდა. პროექტის ფარგლებში, მოეწყო ბორდიური და 1 450 კვ.მ ფართობზე ასფალტის ორფენიანისაფარი დაიგო.
ბოლო ეტაპის სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ხელაძე გაეცნო.
„პროექტის განხორციელება მნიშვნელოვანია, როგორც ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ისე ფეიქრების ქუჩაზე სხვადასხვა დაწესებულებაში დასაქმებული ადამიანებისთვის, რომლებიც აღნიშნული გზითყოველდღიურად სარგებლობენ. ძალიან ცუდ მდგომარეობაში იყო გზის საფარი დაწვიმიან ამინდში მოქალაქეებს გადაადგილებაუჭირდათ.დღეს ტერიტორიაუკვე კეთილმოწყობილია“, - განაცხადა ირაკლი ხელაძემ.
საგზაო სამუშაოებისთვის ნაძალადევის რაიონის გამგეობამ ბიუჯეტიდან 105 000 ლარი გამოყო.
