წიგნის - „პოეზია ქვაში-თბილისის ქანდაკება” მეორე ნაწილი გამოიცმა
წიგნის - „პოეზია ქვაში-თბილისის ქანდაკება” მეორე ნაწილი გამოიცმა
18:38 30.07.2012
მწერალ ბადრი ქუთათელაძის წიგნის - „პოეზია ქვაში-თბილისის ქანდაკება” მეორე ნაწილი ხვალ გამოიცმა.

საქართველოს სახელმწიფო და ნიკო ნიკოლაძის პრემიების ლაურეატის წიგნი-ალბომი - „პოეზია ქვაში-თბილისის ქანდაკება” პირველად 2002 წელს გამოიცა, სადაც გახილულია 220-მდე ძეგლის - დედაქალაქის ტერიტორიაზე არსებული ქანდაკებების, სკულპტურული კომპოზიციებისა და მონუმენტების ისტორიები.

წიგნი-ალბომის მეორე ნაწილი თბილისის კულტურული ღონისძიებების ცენტრის მხარდაჭერით გამოიცემა. მასში წარმოდგენილი იქნება სრულყოფილი ინფორმაცია 350-ზე მეტი ძეგლის შესახებ.

ასევე, ალბომი შევა ფოტომასალა რუბრიკით – „თბილისის ახალი სახე”, სადაც განთავსდება ტაძრების, ძველი თბილისის რესტავრირებული უბნების, შადრევნების, ხიდების, მოედნების, აღდგენილი არქიტექტურული ძეგლების გამოსახულებები.

გარდა ამისა, წიგნში პირველად შევა წყნეთში, კოჯორში, კიკეთში აღმართული მემორიალები და დიდუბის პანთეონში არსებული ქანდაკებები.

წიგნი-ალბომის გამოცემა ორ ენაზე – ქართულ და ინგლისურ ენებზე იგეგმება.

ბეჭდვა