თბილისის ზოგიერთ ქუჩას წყალი არ მიეწოდება
თბილისის ზოგიერთ ქუჩას წყალი არ მიეწოდება
11:38 29.02.2012
თბილისის ზოგიერთ ქუჩას დღეს წყალმომარაგება შეუწყდა.
როგორც "ნიუსპრესს" "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერიდან" აცნობეს, მობინადრეთა კერძო სახლებში მიმდინარე ინდივიდუალური გამრიცხველიანების სამუშაოების გამო, წყალმომარაგება გლდანი-ნაძალადევის რაიონში კაიროსა და კაჭარავას ქუჩებს შეუწყდათ.

შეზღუდვები დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში არსენალის მთას, ტყვიავის, ტოლსტოის, პეტერბურგის, ზ. ჭავჭავაძის, ფიროსმანის, გ. დოლიძის, ფოცხვერაშვილის, ჩერნიშევსკის, ქვლივიძის, ერისთავის, ნინოშვილის, ჯავახიშვილისა და სუნდუკიანის ქუჩებსაც შეეხებათ.

აღნიშნულ ქუჩებს წყალმომარაგება დღეს 20:00 საათზე აღუდგებათ.
"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" ცნობით, ვარკეთილში მომხდარი დაზიანების გამო, დღეს 18:00 საათამდე წყალმომარაგება ასევე ვარკეთილი 3-ის 1მ/რაიონის კორპუსებს შეუწყდა.
მანჯგალაძის ქ. 62 მომხდარი დაზიანების ლიკვიდაციის გამო კი, 18:00 საათამდე წყალმომარაგება გურამიშვილის გამზირის ნაწილს მიმდებარე ქუჩებით, ცოტნე დადიანის გამზირს კიკვიძის ბაღიდან გადასასვლელ ხიდამდე და მის მიმდებარე ქუჩებს შეუწყდათ.

ბეჭდვა