ამაღამ რუსთაველის გამზირის ერთი მონაკვეთი გადაიკეტება
ამაღამ რუსთაველის გამზირის ერთი მონაკვეთი გადაიკეტება
16:08 15.12.2018
თბილისის მერიის ინფორმაციით, დედაქალაქში საახალწლო განათებების სამონტაჟო სამუშაოებთან დაკავშირებით, ამაღამ 00:00 საათიდან 16 დეკემბრის 07:00 საათამდე რუსთაველის გამზირის, თბილისის კლასიკური გიმნაზიიდან - თავისუფლების მოედნამდე მონაკვეთი გადაიკეტება.

სამუშაოებს „თბილსერვისჯგუფი“ ახორციელებს.

ბეჭდვა