რესპუბლიკის მოედანზე საავტომობილო მოძრაობა 8 იანვრამდე აიკრძალება
რესპუბლიკის მოედანზე საავტომობილო მოძრაობა 8 იანვრამდე აიკრძალება
12:04 15.12.2018
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, მიმდინარე წლის 15 დეკემბერს, 12:00 საათზე, ქალაქ თბილისის მერიის მიერ საახალწლო ღონისძიებების მოსამზადებელი სამუშაოების დაწყებასთან დაკავშირებით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე ავტომანქანების გადაადგილება აიკრძალება.

დეპარტამენტის მცნობითვე, პირველი რესპუბლიკის მოედანზე ტრანსპორტის მოძრაობა 2019 წლის 8 იანვარს აღდგება.

ბეჭდვა