მეტრო „სადგური მოედანი 3“-ის ჩასასვლელი 3 თვით დაიკეტება
მეტრო „სადგური მოედანი 3“-ის ჩასასვლელი 3 თვით დაიკეტება
18:18 14.12.2018
თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ინფორმაციით, მიმდინარე წლის 15 დეკემბრიდან 2019 წლის 15 მარტამდე დაგეგმილია მეტროსადგურის „სადგური მოედანი 3“ ჩასასვლელის სარეაბილიტაციო სამუშაოები.

სამუშაოების სპეციფიკიდან გამომდინარე, ამ პერიოდში დაიკეტება „სადგური მოედანი 3“-ის ჩასასვლელის ერთი მხარე. მგზავრებს საშუალება ექნებათ, ისარგებლონ როგორც მეორე, ასევე მეტროსადგურის ცენტრალური გამოსასვლელით.

თბილისის სატრანსპორტო კომპანია შექმნილი დისკომფორტისთვის მოქალაქეებს ბოდიშს უხდის.

ბეჭდვა