ამაღამ რუსთაველის გამზირი გადაიკეტება
ამაღამ რუსთაველის გამზირი გადაიკეტება
15:45 14.12.2018
დედაქალაქში საახალწლო განათებების მონტაჟი გრძელდება. აღნიშნული სამუშაოებიდან გამომდინარე, რუსთაველის გამზირი, პირველი რესპუბლიკის მოედნიდან - თავისუფლების მოედნამდე, ამაღამ 00:00 საათიდან 15 დეკემბრის 07:00 საათამდე გადაიკეტება.

სამუშაოებს „თბილსერვის ჯგუფი“ ახორციელებს.

ბეჭდვა