ნათია ზედგინიძე: შემოწმების პროცესი მთელი ქვეყნის მასშტაბით მუდმივად მიმდინარეობს და საარჩევნო პერიოდში არ და ვერ შეჩერდებოდა
ნათია ზედგინიძე: შემოწმების პროცესი მთელი ქვეყნის მასშტაბით მუდმივად მიმდინარეობს და საარჩევნო პერიოდში არ და ვერ შეჩერდებოდა
12:34 11.12.2018
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, ნათია ზედგინიძემ სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, რომ სკოლების შემოწმება ყოველწლიურად, მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს და შესაბამის სტატისტიკაზე ისაუბრა.

„სამინისტრო მთელი ქვეყნის მასშტაბით მუდმივად ახორციელებს როგორც გეგმიურ, ისე არაგეგმიურ შემოწმებებს. მხოლოდ 2018 წელს განხორციელებული შემოწმების შედეგად, დაიწერა 98 დასკვნა, მითითება და გაფრთხილება მიეცა 49 სკოლას, გათავისუფლდა 9 სკოლის დირექტორი, ერთ სკოლაში მოხდა სამეურვეო საბჭოს დათხოვნა, ხოლო სამართალდამცავ ორგანოში გადაიგზავნა 20 კანონდარღვევის საქმე. რა თქმა უნდა, პროცესი, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით მუდმივად მიმდინარეობს, საარჩევნო პერიოდში არ და ვერ შეჩერდებოდა,“ - აღნიშნა ზედგინიძემ.
ბეჭდვა