ლიბერთიმ საგანმანათლებლო ტექნოლოგიების კონფერენციის გამარჯვებული მასწავლებლები დააჯილდოვა
ლიბერთიმ საგანმანათლებლო ტექნოლოგიების კონფერენციის გამარჯვებული მასწავლებლები დააჯილდოვა
15:43 10.12.2018
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრმა მაიკროსოფტისა და ლიბერთის მხარდაჭერით მეხუთე საგანმანათლებლო ტექნოლოგიურ კონფერენციას უმასპინძლა, რომლის მიზანი სასწავლო პროცესში ტექნოლოგიების გამოყენების, ახალი სტრატეგიების ჩამოყალიბება და განვითარება გახლდათ.

კონფერენციაში დარგის ექსპერტები, ტრენერები, ასევე სკოლების, ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების კომპანიების, საერთაშორისო ორგანიზაციების, აკადემიური წრეებისა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. მათ ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს აქტიური სასწავლო გარემოს უზრუნველყოფისა და საქართველოში ციფრული კულტურის დამკვიდრების მიმართულებით.

“მეხუთე წელია, რაც საგანმანათლებლო ტექნოლოგიების კონფერენციის სპონსორები ვართ და ზოგადი განათლების განვითარების მხარდაჭერას წელსაც ვაგრძელებთ. ამ კონფერენციის მიზანი მასწავლებლებს შორის ტექნოლოგიების დანერგვის საუკეთესო პრაქტიკისა და ინოვაციური იდეების ურთიერთგაზიარებაა. ლიბერთის რჩეულები წელსაც ის პედაგოგები გახდნენ, რომლებიც სასწავლო პროცესში აქტიურად იყენებენ ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებს” - განაცხადა ლიბერთის გენერალური დირექტორის მოადგილემ, დავით ვერულაშვილმა.

ლიბერთი ხარისხიანი განათლებისა და პედაგოგების ხელშეწყობის მიზნით, არაერთ საგანმანათლებლო პროექტშია ჩართული. მათ შორისაა მასწავლებლის ეროვნული ჯილდო, სხვადასხვა კონფერენციები და კონკურსები.

ბეჭდვა