რუმინეთში საქართველოს ელჩი დიმბოვიცას რეგიონს ეწვია
რუმინეთში საქართველოს ელჩი დიმბოვიცას რეგიონს ეწვია
12:44 10.12.2018
საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილი დიმბოვიცას რეგიონს ეწვია.

საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ელჩმა დიმბოვიცას რეგიონული საბჭოს თავმჯდომარესთან, დანიელ-ნიკოლაე კომენესკუსთან და დედაქალაქ ტირგოვიშტეს მერთან, დანიელ კრისტიან სტანთან შეხვედრა გამართა.

შეხვედრის ფარგლებში, საუბარი საქართველოსა და რუმინეთს შორის ტრადიციული მეგობრული ურთიერთობების გაღრმავებას, თანამშრომლობის შესაძლო პერსპექტივებსა და ქალაქ ტირგოვიშტესა და ერთ-ერთი ქართული ქალაქის დაძმობილების საკითხს შეეხო.

ბეჭდვა