ივანე მაჭავარიანმა აშშ-ის საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა
ივანე მაჭავარიანმა აშშ-ის საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა
16:46 06.12.2018
დღეს, საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა ამერიკის შეერთებული შტატების 41-ე პრეზიდენტის, ჯორჯ ბუში უფროსის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვა და მის ოჯახსა და ამერიკელ ხალხს სამძიმარი გამოუცხადა.

„ამერიკის შეერთებული შტატების 41-ე პრეზიდენტის, ჯორჯ ჰ. უ. ბუშის გარდაცვალების გამო ღრმა მწუხარებას გამოვხატავ. იგი მრავალი ათწლეულის მანძილზე, საჯარო სამსახურსა და უამრავ სხვა გამორჩეულ პოზიციაზე ყოფნისას, სიბრძნითა და გონიერებით მუდმივად ახდენდა ერთგულებისა და თანაგრძნობის დემონსტრირებას. აღსანიშნავია, მისი დიდი წვლილი ცივი ომის მშვიდობიანი დასასრულის და ამერიკის შეერთებული შტატების, როგორც მსოფლიოში ლიდერი სახელმწიფოს როლის განმტკიცებაში. კიდევ ერთხელ, გამოვხატავთ ჩვენს თანაგრძნობას, ვიზიარებთ მისი ოჯახის მწუხარებას და სამძიმარს ვუცხადებთ ამერიკელ ხალხს“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა.
ბეჭდვა