შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი დღეს ქართულ ენასა და ლიტერატურაში აბიტურიენტთა გამოცდების შედეგებს გამოაქვეყნებს.
გუშინ აბიტურიენტთათვის ფიზიკის გამოცდების შედეგები გახდა ცნობილი. გუშინვე, გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა ხუთ საგანში პედაგოგების სასერტიფიკაციო გამოცდების შედეგები გამოაქვეყნა.
გამოცდა ისტორიაში, გეოგრაფიაში, ქიმიაში, ბილოგიასა და მათემატიკაში 11 ივლისს ჩატარდა.
სასერტიფიკაციო გამოცდებში 6 000 ათასზე მეტი პედაგოგი მონაწილეობდა.
