„თიბისი გალერეაში“ დღეს ელექტრონული წიგნების სახლის - „საბას“ პრეზენტაცია გაიმართება.
როგორც „ნიუსპრესს“ „თიბისი ბანკიდან“ აცნობეს, „საბა“
ინოვაციური და ულტრათანამედროვე ვებ-სივრცე იქნება, რომელიც საზოგადოებას საუკეთესო თანამედროვე ლიტერატურის ელექტრონულ ვერსიებს შესთავაზებს.
ვებ-გვერდზე ლიტერატურული პრემია „საბას“ სხვადასხვა წლების ნომინანტი და ლაურეატი წიგნები ელექტრონული სახით განთვასდება.
