ქართველი ძიუდოისტი ლაშა შავდათუაშვილი ოლიმპიური ჩემპიონი გახდა. 20 წლის ძიუდოისტმა ლონდონურ ფინალში 31 წლის უნგრელი
სპორსტმენი მიკლოშ უნგვარი დაამარცხა.
შავდათუაშვილმა ოთხივე ბრძოლა მოიგო. ერთმანეთის მიყოლებით დაამარცხა ჩილელი ალეხანდრო ზუნიგა, ფრანგი დავით ლაროსი, ბრიტანელი კოლინ ოუთსი და უნგრელი სპორსტმენი მიკლოშ უნგვარი. ეს 2012 წლის ლონდონის ოლიმპიადაზე ქართველებისთვის პირველი ოქროს მედალია.
