ლონდონში ლევან ლაღიძის ნამუშევრების გამოფენა მოეწყო
ლონდონში ლევან ლაღიძის ნამუშევრების გამოფენა მოეწყო
10:58 04.12.2018
ლონდონში საქართველოს საელჩოსა და გალერეა ‘Katrine Levin Galleries’ ერთობლივი ორგანიზებით, ღონისძიება სახელწოდებით - „საუბარი ავტორთან - ლევან ლაღიძე“ გაიმართა, სადაც წარმოდგენილი ქართველი მხატვრის ნამუშევრები იყო.

ცნობილი ქართველი მხატვარი ლევან ლაღიძე ბრიტანულ საზოგადოებას გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, თამარ ბერუჩაშვილმა წარუდგინა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, ღონისძიებას ბრიტანეთის კულტურის წრეებისა და ლონდონში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ლევან ლაღიძის ნამუშევრები სერიიდან ‘ბახის გაკვეთილები’, ლონდონის ‘La Galleria Pall Mall’ 8 დეკემბრის ჩათვლით იქნება წარმოდგენილი.

ბეჭდვა