თბილისის ნაწილს დღეს ელექტრომომარაგება შეეზღუდება
თბილისის ნაწილს დღეს ელექტრომომარაგება შეეზღუდება
17:42 03.12.2018
თბილისის ნაწილს დღეს, ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.

კერძოდ, შეზღუდვა შემდეგ რაიონებს შეეხება:

გლდნის რაიონი
ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის VI მიკრორაიონის, დავით სარაჯიშვილის გამზირის, ხერგიანის და დავით სარაჯიშვილის (ნაწილობრივ) ქუჩების მაცხოვრებლებს.

სამგორის რაიონი

ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 V მიკრორაიონის, ჯავახეთის და ხომლელის ქუჩების მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი
ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეტრე ქავთარაძის ქუჩის მაცხოვრებლებს.

კრწანისის რაიონი

ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გორგასლის ქუჩის მაცხოვრებლებს.

ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 11 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კრწანისის, გორგასლის, ჩხეიძის, თელეთის და გარდაბნის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 13 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნადიკვარის, სულიკო თორთლაძის, კალანდაძის, მელქაძის, ბერძნის, მარტვილის და რუსუდან მეფისაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.
ბეჭდვა