აბიტურიენტთა გამოცდის შედეგები ქართულ ენასა და ლიტერატურაში ხვალ გახდება ცნობილი
აბიტურიენტთა გამოცდის შედეგები ქართულ ენასა და ლიტერატურაში ხვალ გახდება ცნობილი
17:57 29.07.2012
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ხვალ ქართულ ენასა და ლიტერატურაში აბიტურიენტთა გამოცდების შედეგებს გამოაქვეყნებს.
დღეს აბიტურიენტთათვის ფიზიკის გამოცდების შედეგები გახდა ცნობილი. დღესვე, შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა ხუთ საგანში პედაგოგების სასერტიფიკაციო გამოცდების შედეგები გამოაქვეყნა.
გამოცდა ისტორიაში, გეოგრაფიაში, ქიმიაში, ბილოგიასა და მათემატიკაში 11 ივლისს ჩატარდა.
სასერტიფიკაციო გამოცდებში 6 000 ათასზე მეტი პედაგოგი მონაწილეობდა.

ბეჭდვა