სამეცნიერო კონფერენცია „კულტურული მემკვიდრეობა კონფლიქტურ ტერიტორიებზე“ გაიმართება
სამეცნიერო კონფერენცია „კულტურული მემკვიდრეობა კონფლიქტურ ტერიტორიებზე“ გაიმართება
09:42 03.12.2018
საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორიაში (მის. ქ. ფურცელაძის ქ. N 1) დღეს, სამეცნიერო კონფერენცია გაიმართება, სახელწოდებით „კულტურული მემკვიდრეობა კონფლიქტურ ტერიტორიებზე“.

კონფერენცია ხელოვნების საერთაშორისო ცენტრის ორგანიზებით იმართება. ღონისძიების მხარდამჭერია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო, სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაცია და საქართველოს ეროვნული მუზეუმი.

განათლების სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, ღონისძიებას საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, დიმიტრი სანაკოევი და ხელოვნების საერთაშორისო ცენტრის პრეზიდენტი, მარიამ დვალიშვილი დაესწრებიან.

სამეცნიერო კონფერენციის მიზანია ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის მოძრავ და უძრავ ძეგლებზე უახლესი ინფორმაციის მიღება და მათ დასაცავად საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება.

ბეჭდვა