ქართველი ძიუდოისტი ლონდონის ოლიმპიადის ნახევარფინალში იასპარეზებს
ქართველი ძიუდოისტი ლონდონის ოლიმპიადის ნახევარფინალში იასპარეზებს
15:46 29.07.2012
ქართველი ძიუდოისტი ლაშა შავდათუაშვილი ლონდონის ოლიმპიადის ნახევარფინალში იასპარეზებს.
ქართველმა სპორტსმენმა ფრანგ ძიუდოისტთან  დევიდ ლაროსთან დამატების დროში, სუფთა გდებით მეორე შეჯიბრი მოიგო, მანამდე, შავდათუაშვილმა ჩილელი ალეხანდრო სუნიგა 1 წუთსა და 39 წამში დაამარცხა.
შავდათუაშვილი მეოთხედფინალში ბრიტანელ ძიუდოისტს შეხვდება.
იარაღის სროლაში ევროპის სამგზის, მსოფლიოსა და ოლიმპიური ჩემპიონი ნინო სალუქავაძე, რომელიც დღეს ასპარეზობდა, პნევმატური იარაღიდან მსროლელთა 8 საუკეთესოს მიღმა აღმოჩნდა.
თუმცა, სალუქვაძეს ოლიმპიადაზე მედლის მოპოვების შესაძლებლობა კიდევ რჩება. იგი 1-ელ აგვისტოს სპორტული პისტოლეტით შეჯიბრში მიიღებს მონაწილეობას.
დღესვე, ლონდონის ოლიმპიადაზე ჩოგბურთელი ანა ტატიშვილი ინდივიდუალურად იასპარეზებს, ხოლო წყვილთაშორის შეჯიბრში მას პარტნიორობას მაკა ჩახნაშვილი გაუწევს.

ბეჭდვა