საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესის“ მიერ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, გამოკითხულთა 82.9% მიიჩნევს, რომ ტელეკომპანია
„მაესტროს“ კუთვნილი ანტენები პოლიტიკური მოტივით დააყადაღეს.
კითხვაზე - „მიგაჩნიათ თუ არა, რომ ტელეკომპანია „მაესტროს“ კუთვნილი სატელიტური ანტენების დაყადაღება პოლიტიკური მოტივით მოხდა“ გამოკითხულთა 82.9%-მა დადებითი პასუხი გასცა, 13.4%-მა კი, უარყოფითი.
ამასთან, კითხვაზე პასუხი გამოკითხვის მონაწილეთა 3.7%-ს გაუჭირდა.
საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესის“ შემდეგი კვირის გამოკითხვის თემა კახეთის სტიქია იქნება, კითხვით - მიგაჩნიათ თუ არა, რომ კახეთში მომხდარ სტიქიას ხელისუფლება წინასაარჩევნო პიარის ნაწილად იყენებს?
