ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის ლიდერები გიორგი თარგამაძე, გიორგი ახვლედიანი და ლევან ვეფხვაძე მესტიის რაიონ
სოფელ კალაში იმყოფებოდნენ, სადაც წმინდა კვირიკესა და ივლიტას ტაძარი მოილოცეს.
როგორც „ნიუსპრესს“ პარტიის პრესსამსახურიდან აცნობეს, ქდმ-ს ლიდერები სოფელ უშგულშიც იმყოფებოდნენ სადაც ლამარიას მამათა მონასტერი მოინახულეს და ადგილობრივ ბერებს გაესაუბრნენ. მოძრაობის ლიდერები მონასტერში მიმდინარე სარესტავრაციო სამუშაოებსაც გააეცნენ.
გიორგი თარგამაძის განცხადებით დღეს ყველა მორწმუნე ოჯახისათვის განსაკუთრებული დღეა რადგან წმინდა კვირიკესა და ივლიტას ოჯახურ ბედნიერებასა და სნეულ ყრმათა მსწრაფლ განკურნებას შესთხოვენ.
ქრისტიან დემოკრატები უკვე ორი დღეა რაც სვანეთში იმყოფებიან და მოსახლეოაბასთან შეხვდერებს მართავენ . ხვალ მოძრაობის ლიდერები მესტიის მოსახლეობას შეხვდებიან და პარტიის წინასაარჩევნო პროგრამას გააცნობენ.
