მიხეილ ბატიაშვილი: ქუთაისი და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი ყოველთვის იყო და არის განათლების უმნიშვნელოვანესი კერა
მიხეილ ბატიაშვილი: ქუთაისი და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი ყოველთვის იყო და არის განათლების უმნიშვნელოვანესი კერა
12:28 23.11.2018
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტს 85 წლის იუბილე მიულოცა და ქუთაისის თეატრში შეკრებილ საქართველოს სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტების პროფესორ-მასწავლებლებს, სტუდენტებსა და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა.

განათლების სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, მინისტრმა უმაღლესი განათლების მიღწევებსა და განსახორციელებელი რეფორმის იმ ძირითად ასპექტებზე ისაუბრა, რომელიც ახლო მომავალში მათივე ჩართულობით განხორციელდება.

მიხეილ ბატიაშვილმა ასევე, განათლების სისტემის ევროპულ სივრცესთან დაახლოებაზე, კვლევების, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების განვითარებაზე და უმაღლესი განათლების განვითარებისა და ინტერნაციონალიზაციისთვის ქვეყანაში გადადგმულ ქმედით ნაბიჯებზე ისაუბრა.

ბეჭდვა