ქედის მუნიციპალიტეტში, ორდღიანი წვიმის გამო ოთხ ადგილას მეწყერი ჩამოწვა. მეწყერის ჩამოწოლის
შედეგად მუნიციპალიტეტში გადასაადგილებელი გზები ჩაიკეტა.
ავტომობილებით მოძრაობის შესაძლებლობა სოფელ ზვარეში მცხოვრებ 34 ოჯახს შეზღუდული აქვს.
სავარაუდოდ, გზის გაწმენდითი სამუშაოები ხვალ დასრულდება. ადგილობრივის განცხადებით, გაწმენდითი სამუშაოების განხორციელება ამ ეტაპზე საშიშია.
„დღეს ალბათ ვერ გაწმენდენ იმიტომ, რომ საშიშია, მოდის კიდევ მიწა. ასეთ ვითარებაში გაწმენდასაც აზრი არ აქვს,“-ამბობს ადგილობრივი მაცხოვრებელი "რუსთავი 2"-თან საუბარში.
ქედის მუნიციპალიტეტის სოფლებს გუნდაურს, მერისსა და ვაიოს მონაკვეთებზე მცირე მეწყრული კერები უკვე გაწმენდილია.
