თამაზ ელიზბარაშვილი: „რუსთავი2“-ზე ჩემს შესახებ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლე არ არის
თამაზ ელიზბარაშვილი: „რუსთავი2“-ზე ჩემს შესახებ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლე არ არის
14:54 22.11.2018
ცხოველთა თავშესაფრის მფლობელის, თამაზ ელიზბარაშვილის განცხადებით, მის შესახებ ტელეკომპანია „რუსთავი2“-ზე გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

ეს განცხადება მან საკთარ ფეისბუქ-გვერდზე გააკეთა.

„გუშინ ტელეკომპანია „რუსთავი2“-ზე, „კვირის აქცენტებში“ ჩემს შესახებ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლე არ არის.

მე არავის დაუბარებივარ რაიმე თანხის ან კრედიტის აღების მიზნით და არც ასეთ ინფორმაციას ვფლობ,“ - წერს თამაზ ელიზბარაშვილი.

ბეჭდვა