მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა კვირიკესა და ივლიტას ხსენების დღეს აღნიშნავს
მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა კვირიკესა და ივლიტას ხსენების დღეს აღნიშნავს
14:11 28.07.2012
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს წმინდა მოწამეების - კვირიკესა და მისი დედის, ივლიტას ხსენების დღეს აღნიშნავს.
ამ დღესთან დაკავშირებით ეკლესია-მონასტრებში ღვთისმსახურება შესრულდება.
წმინდა ივლიტა და კვირიკე მცირე აზიის ქალაქ იკონიაში ცხოვრობდნენ. ადრე დაქვრივებული წმიდა ივლიტა თავის 3 წლის ბავშვს, კვირიკეს, მარტო ზრდიდა.
რომის იმპერატორ დიოკლეტიანეს მიერ ქრისტიანთა დევნის გამო, ივლიტამ, რომელიც ქრისტიანი იყო, ყრმა კვირიკესთან ერთად ქალაქი დატოვა და სხვადასხვა მხარეში იმალებოდა. თუმცა დაახლოებით, 305 წელს წმიდა ივლიტა იცნეს, შეიპყრეს და სამსჯავროზე წარადგინეს.
წამების დროს წმიდა ივლიტა იმეორებდა: ”მე ქრისტიანი ვარ და არ შევწირავ მსხვერპლს ეშმაკებს.” მისი 3 წლის შვილი კვირიკე, მმართველმა ფიცარნაგის სიმაღლიდან ქვის საფეხურებზე ისროლა, რის შედეგადაც ბავშვმა სული განუტევა.
მრავალი სასტიკი წამების შემდეგ, წმიდა ივლიტას თავი მოჰკვეთეს.
მორწმუნეები წმიდა კვირიკესა და ივლიტას ოჯახურ ბედნიერებასა და ავადმყოფი ბავშვების განკურნებას ევედრებიან.

ბეჭდვა