კოალიცია „ქართული ოცნების“ ახლგაზრდულმა ორგანიზაციამ თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელწმიფო უნივერსიტეტის პირველ
კორპუსთან საპროტესტო აქცია სახელწოდებით -„მიშას ლაიქები“ გამართეს.
როგორც ჟურნალისტებს აქციის ორგანიზატორებმა განუცხადეს, სტუდენტების საზაფხულო დასაქმების პროგრამაში პოლიტიკური ნიშნის მიხედვით ასაქმებენ და მათ აიძულებენ, რომ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ფეისბუქის გვერდი დაალაიქონ.
“მიხეილ სააკაშვილის ფეისბუქის გვერდით „დალაიქება“ ნიშნავს, რომ მის პოლიტიკას ეთანხმები. გვინდა შევახსენოთ ახალგაზრდებს თუ რას ჩადიოდა მიხეილ სააკაშვილი და მისი ხელისუფლება ბოლო წლების განმავლობაში. სწორედ ამიტომ ჩვენ, აქ მოვიტანეთ პლაკატები რომელიც მათი საქმიანობის ამსახველია“ - აცხადებენ აქციის ორგანიზატორები და ახალგაზრდებს მოუწოდებენ, რომ სანამ მიხეილ სააკაშვილის ფეისბუქის გვერდს „დაალაიქებენ“ კარგად დაფიქრდნენ და გაიხსენონ თუ რას აკეთებდა წლების განმავლობაში ის და მისი ხელისუფლება.
