სტუდენტებს სტიქიით დაზარალებული ოჯახებიდან, სწავლის საფასურს სახელმწიფო დაუფარავს
სტუდენტებს სტიქიით დაზარალებული ოჯახებიდან, სწავლის საფასურს სახელმწიფო დაუფარავს
12:05 28.07.2012
კახეთის რეგიონში სტიქიით დაზარალებული ოჯახების სტუდენტებს, რომლებიც სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებში  სწავლობენ, ახალ 2012-2013 სასწავლო წელს სწავლის საფასურს სახელმწიფო სრულად დაუფარავს.
ამის შესახებ ინფორმაციას განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, კახეთის რეგიონის მუნიციპალიტეტები განათლების სამინისტროს შესაბამის მონაცემებს უახლოეს მომავალში წარუდგენენ, რის საფუძველზეც სამინისტრო რეაგირებას მოახდენს.
სტუდენტებისთვის სწავლის გადასახადის დაფარვის შესახებ ინიციატივა პრეზიდენტმა სააკაშვილმა რამდენიმე დღის წინ კახეთში, სტიქიით დაზარალებულებთან შეხვედრაზე გააჟღერა.
19 ივლისს სტიქიამ საქართველოს რამდენიმე რეგიონი დააზარალა, მათ შორის, ყველაზე დიდი ზიანი კახეთმა განიცადა.

ბეჭდვა