დიღმის მასივში 4 000 კვ.მეტრ ფართობზე ასფალტის საფარი იგება და ბეტონის ბორდიურები კეთდება. მიმდებარე ტერიტორიაზე
დასასვენებელი სკვერიც შენდება.
როგორც „ნიუსპრესს“ მერიიდან აცნობეს, დიღმის მასივში მიმდინარე სამუშაოები დღეს თბილისის მერმა გიგი უგულავამ დაათვალიერა. უგულავა ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და მათ ჯანდაცვის ხელმისაწვდომობასა და დაზღვევის სახელმწიფო პროგრამაზეც ესაუბრა, რომლის მიხედვით სექტემბრიდან ქვეყნის მასშტაბით ყველა პენსიონერი და 5 წლამდე ასაკის ბავშვი სახელმწიფოს მიერ იქნება დაზღვეული.
თბილისის მერიაში აცხადებენ, რომ საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება დედაქალაქის მასშტაბით მიმდინარეობს. ქალაქის ყველა რაიონში შიდა კვარტალური გზების რეაბილიტაცია ორ წელიწადში დასრულდება, რაც მოსახლეობის შეუფერხებელ გადაადგილებას უზრუნველყოფს.
