ექთნების ხელფასები იზრდება
ექთნების ხელფასები იზრდება
17:51 27.07.2012
სექტემბრიდან ექთნების მინიმალური ხელფასი 200 ლარამდე გაიზრდება. ამის შესახებ დღეს სადაზღვევო კომპანიებთან პრემიერ-მინისტრ  ვანო მერაბიშვილისა და ჯანდაცვის მინისტრის ზურაბ ჭიაბერაშვილის შეხვედრაზე აღინიშნა.

როგორც მერაბიშვილმა განაცხადა, სადაზღვევო სისტემის დანერგვის შემდეგ საავადმყოფოებში გაიზარდა მიმართვიანობა და შესაბამისად მედპერსონალის მდგომარეობა უნდა გაუმჯობესდეს.

ჭიაბერაშვილმა განაცხადა, რომ პრემიერის ინიციატივაა მედპერსონალის ხელფასის მუდმივი ზრდა.

მისი თქმით, სექტემბრიდან ექთნის ხელზე ასაღები მინიმალური ხელფასი 200 ლარი იქნება.



ბეჭდვა