ცნობილი ტელეწამყვანი დავით სოკოლოვი 81 წლის ასაკში გარდაიცვალა.
დავით სოკოლოვმა 1958 წელს თეატრალური ინსტიტუტი დაამთავრა, შესაბამისი კონკურსის გავლის შემდეგ კი საქართველოს ტელერადიომაუწყებლობის რადიოს განყოფილებაში დაიწყო მუშაობა. თუმცა მალევე, მან ტელევიზიაში იპოვა საკუთარი ადგილი და დაახლოებით 35 წლის განმავლობაში თითოეული ოჯახის წევრად იქცა.
დავით სოკოლოვს მიჰყავდა გადაცემები: "მოამბე", "კრიმინალური ქრონიკა", "ოქროპირი" და ა.შ.
