ქართველმა კონსულმა სოჭის ქართული სკოლა მოინახულა
ქართველმა კონსულმა სოჭის ქართული სკოლა მოინახულა
13:41 16.11.2018
საქართველოს კონსული რუსეთში ზვიად ტატიშვილი (შვეიცარიის საელჩოს საქართველოს ინტერესთა დამცველი სექციიდან) სოჭში, ხოსტის რაიონში, სოფელ პლასტუნკის 44-ე საშუალო სკოლას ეწვია, რომელშიც სომეხ და რუს თანატოლებთან ერთად ქართველი ბავშვები სწავლობენ.

საერთოდ კი, ეს სასწავლო დაწესებულება ტრადიციულად ქართულ სკოლად ითვლება. კონსული შეხვდა ქართველ მოსწავლეებს, ესაუბრა სკოლის ხელმძღვანელობას, დაესწრო თვითმოქმედი ანსამბლის კონცერტს - ქართული სიმღერებისა და ცეკვების შესრულებით. ზვიად ტატიშვილმა სკოლას წიგნებით დაასაჩუქრა - ქართულ-რუსული ლექსიკონებით, ქართულ ენაზე გამოცემული მოთხრობების კრებულებით და ა.შ.

ბეჭდვა