თბილისში მომხდარი ტრაგედიის გამო ოზურგეთში სალომე ზურაბიშვილის მხარდასაჭერი კონცერტი გადაიდო
თბილისში მომხდარი ტრაგედიის გამო ოზურგეთში სალომე ზურაბიშვილის მხარდასაჭერი კონცერტი გადაიდო
19:45 15.11.2018
თბილისში, ფონიჭალის დასახლებაში დღეს მომხდარი ტრაგედიის გამო, ოზურგეთში პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის მხარდასაჭერი კონცერტი დღეს აღარ გაიმართება.

სალომე ზურაბიშვილის მხარდასაჭერი კონცერტის გადადების გადაწყვეტილება ორგანიზატორებმა და მონაწილეებმა მას შემდეგ მიიღეს, რაც ცნობილი გახდა, რომ ზემო ფონიჭალაში მომხდარ აფეთქებას დედა-შვილის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ბეჭდვა