კახეთში შუა საუკუნეების ისტორიული ტაძრის ნანგრევები აღმოაჩინეს
კახეთში შუა საუკუნეების ისტორიული ტაძრის ნანგრევები აღმოაჩინეს
15:50 27.07.2012
კახეთში, მდინარე დურუჯთან მოსახლეობამ ძველი ტაძრის ნანგრევები აღმოაჩინა.
ისტორიული ძეგლიდან შემორჩენილია ჩრდილოეთ კედელი და საკურთხეველი.

მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ეს სამბაზილიკიანი შუა საუკუნეების ტაძარია.

აღმოჩენის დეტალურად შესწავლის მიზნით, უახლოეს დღეებში ადგილზე მუშაობას არქეოლოგები დაიწყებენ.


ბეჭდვა