„ქართუ ბანკში“ არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით, ნოდარ ჯავახიშვილი ბრიფინგს გამართავს
„ქართუ ბანკში“ არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით, ნოდარ ჯავახიშვილი ბრიფინგს გამართავს
14:17 27.07.2012
„ქართუ ბანკში“ არსებული მდგომარეობასთან დაკავშირებით ბანკის გენერალური დირექტორი ნოდარ ჯავახიშვილი ბრიფინგს გამართავს.

როგორც „ნიუსპრესს“ ჯავახიშვილმა განუცხადა, ბანკში უამრავი პრობლემაა, რომელთა შესახებაც საზოგადოებას ინფორმაციას ბრიფინგის მეშვეობით მიაწვდის.

„ვერ ჩამოვთვლი ყველა იმ პრობლემას, რაც ბანკში დამხვდა. ამისთვის უახლოეს მომავალში ბრიფინგს გავმართავთ და საზოგადოებას ინფორმაციას მივაწვდით“- განუცხადა „ნიუსპრესს“ ჯავახიშვილმა.

მისივე ცნობით, ხარვეზი, რომელიც საჯარო რეესტრმა მისი თანამდებობაზე დარეგისტრირებისას აღმოაჩინა, უკვე აღმოფხვრილია და ჯავახიშვილი „ქართუ ჯგუფსა“ და „ბანკ ქართუში“ სრულად უფლებამოსილი პირია.

ნოდარ ჯავახიშვილი „ქართუ ჯგუფის“ გენერალური დირექტორის თანამდებობაზე გუშინ დაბრუნდა. მას შემდეგ, რაც კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა დაკისრებული ჯარიმა გადაიხადა, საქალაქო სასამართლომ მის მიერ დანიშნულ იძულებით მმართველს ვლადიმერ უგულავას „ქართუ ჯგუფსა“ და „პროგრეს ბანკში“ უფლებამოსილება შეუჩერა.

ბეჭდვა