თბილისი-ბათუმის სამგზავრო მატარებელს, დღეს საღამოს ხაშურთან ცეცხლი გაუჩნდა და დაზიანდა. ამის შესახებ "ნიუსპრესს" პარტია "თავისუფალი საქართველოდან" აცნობეს.
მათი ინფორმაციით, დაზიანებული მატარებელის თბილისში ჩამოსაყვანად ამ დროისთვის ხაშურში ელმავალია გაგზავნილი.
მათი განცხადებით, ეს ის სწრაფი სამგზავრო მატარებელია, რომელიც "საქართველოს რკინიგზის" ინფორმაციით რეისს თბილისი-ბათუმი 5 საათში უნდა ასრულებდეს. მასში 16 მლნ ლარია გადახდილი.
