კახეთში, სოფელ ჭანდართან, თბილისი-კახეთის გზაზე მომხდარი ავტოავარიის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა.
ერთმანეთს „გაზ 24“-ისა და „მოსკვიჩის“ მარკის ავტომანქანები შეეჯახნენ.
დაშავებულთაგან ერთ-ერთის მდგომარეობა მძიმეა. ის თბილისში, წმინდა მიხეილის სახელობის საავადმყოფოში გადაიყვანეს. დაშავებულს თავის ტვინის ტრავმა აქვს მიღებული.
ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზს სამართალდამცავები სწავლობენ.
