ენერგოქსელში მიმდინარე სარემონტო სამუშაოების გამო, დღეს დედაქალაქის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეუწყდება.
ელექტროენერგია 10:00-დან 12:00 საათამდე ნაძალადევის რაიონის ნაწილს გაეთიშება. შეზღუდვა შეეხება ხუდადოვის, მესხის, ჩხიკვაძის, რეხის და თვალჭრელიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.
10:00-დან 16:00 საათამდე ელექტროენერგია საბურთალოს რაიონის ნაწილს არ მიეწოდება. შეზღუდვა შეეხება ყაზბეგისა და ვაჟა-ფშაველას გამზირების, ქავთარაძისა და თამარაშვილის, ჟღენტის, მარგიანის, სიმონ ჩიქოვანის, ბალანჩივაძის და ახალშენის ქუჩებს.
10:00-დან 17:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება ჩუღურეთის რაიონის ნაწილს შეეზღუდება, მათ შორის აღმაშენებლის გამზირის, მარჯანიშვილის, ჩიტაიას და ახალციხის ქუჩების მაცხოვრებლებს. ამ პერიოდში შუქი არ ექნება გლდანის რაიონის ნაწილს - გლდანის IIIა, I მიკრორაიონების, მუხიანის I მიკრორაიონის (ნაწილობრივ) და ლიბანის ქუჩის მაცხოვრებლებს.
ამავე საათებში შუქი ეთიშება რობაქიძის გამზირს და დიღმის III, IV, VI კვარტლებს. ენერგომომარაგება 10:00-დან 17:00 საათამდე მთაწმინდის რაიონის ნაწილსაც შეეზღუდება, მათ შორის ვერეს II შესახვევის, კოსტავას, ფხოვის, თაბუკაშვილის და ფურცელაძის ქუჩების მაცხოვრებლებს, ასევე, ისანში წულუკიძის ქუჩას.
10:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგია სამგორის რაიონის ნაწილს გაეთიშება. შეზღუდვა შეეხება აეროპორტის დასახლების, კახეთის გზატკეცილის, ხვედელიანის, ალექსეევსკის და იუმაშევის ქუჩების მაცხოვრებლებს ასევე ვარკეთილი-3 IIIა, I მიკრორაიონების და ნაკადულის ქუჩის მაცხოვრებლებს.
