„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" კვლევის - "საქართველოს სადაზღვევო სექტორი" პრეზენტაციას გამართავს
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" კვლევის - "საქართველოს სადაზღვევო სექტორი" პრეზენტაციას გამართავს
18:44 26.07.2012
არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" ხვალ კვლევის - „საქართველოს სადაზღვევო სექტორი“ პრეზენტაციას გამართავს.
როგორც „ნიუსპრესს“ არასამათავრობო ორგანიზაციიდან აცნობეს, „საქართველოს სადაზღვევო სექტორი" რიგით მესამე ანგარიშია, რომელსაც ორგანიზაცია „საქართველოს ჯანდაცვის სექტორის გამჭვირვალობის ხელშეწყობის" პროექტის ფარგლებში აქვეყნებს.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ცნობით, კვლევაში განხილულია სადაზღვევო სექტორის მიმდინარე რეფორმა და ამ სფეროში არსებული გამოწვევები.
კვლევა დაფინანსებულია საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს მიერ.

ბეჭდვა