სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრისა და ევროპის სურსათის უვნებლობის სააგენტოს (EFSA)
ორგანიზებით სურსათის ეროვნული სააგენტოს ყოვლისმომცველი ინსტიტუციური განვითარების პროგრამის (CIB) ფინანსური მხარდაჭერით, 7-9 ნოემბერს სასტუმროში „ბომონდ გარდენი“, საერთაშორისო სამუშაო შეხვედრა „სურსათის უვნებლობის რისკის შეფასება“ გაიმართება. სამუშაო შეხვედრა რისკის შეფასებისა და რისკის მართვის სპეციალისტებისთვის არის განკუთვნილი, რომელიც რისკის ანალიზის ევროპული მიდგომებისა და საბაზისო მეთოდოლოგიების გაცნობას გულისხმობს. შეხვედრაზე მოხსენებებს EFSA-ს მიერ მოწვეული ევროპელი მეცნიერები წარმოადგენენ.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, 3 დღიან შეხვედრაზე ყურადღება შემდეგ საკითხებზე გამახვილდება: EFSA-ს როლი ევროკავშირის რისკის შეფასებაში, რისკის შემფასებლებსა და რისკის მმართველებს შორის ფუნქციების გადანაწილება, რისკის შეფესების პროცესში დამოუკიდებელი ექსპერტების როლი, რისკის შეფასების მეთოდოლოგია და ახალ მიდგომები, კრიზისების დროს რისკის შეფასება, მავნე ორგანიზმების რისკის შეფასების ზოგადი მიმოხილვა, სურსათის უვნებლობის რისკის შეფასებისთვის ექსპოზიციის საბაზისო მეთოდოლოგია, სურსათში საფრთხეების გამოვლენა და მათზე მონაცემთა შეგროვება, ეროვნული დონეზე ფაქტიურ კვების საკითხები, მონაცემთა ჰარმონიზებული კოდიფიცირებული სისტემა Foodex2-ი.
სამუშაო შეხვედრას დაესწრებიან გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სურსათის ეროვნული სააგენტოს, სოფლის მეურნეობის ლაბორატორიის, გარემოს ეროვნული სააგენტოს, საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის, ჰიგიენის ინსტიტუტის, შემოსავლების სამსახურის, საბაჟო დეპარტამენტის, საქსტატის წარმომადგენლები და ასევე უცხოელი სპეციალისტები უკრაინიდან, ბელარუსიდან, მოლდოვადან და სომხეთიდან.
აღსანიშნავია, რომ სურსათის უვნებლობის სფეროში რისკის ანალიზის/შეფასების პრინციპების განხორციელება საქართველოს ორი საერთაშორისო ხელშეკრულებით - მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის (WTO) SPS შეთანხმებით და ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით ევალება.
