7 კრიტიკული შეუსაბამობის გამო საკონდიტროს საწარმოო პროცესი შეუჩერდა
7 კრიტიკული შეუსაბამობის გამო საკონდიტროს საწარმოო პროცესი შეუჩერდა
18:16 05.11.2018
სურსათის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონულმა სამმართველომ საკონდიტრო საწარმოში 7 კრიტიკული შეუსაბამობა გამოავლინა და ბიზნესოპერატორს საწარმოო პროცესი შეუჩერა. სააგენტოს ინსპექტორებმა გეგმური ინსპექტირება ჩაატარეს გორის რაიონის სოფელ ხიდისთავში, ინდმეწარმე „ლალი კუციას“ საკონდიტრო საწარმოში, სადაც გამოვლინდა სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დარღვევა როგორც საწარმოო პროცესის, ასევე პროდუქციის შეფუთვა-დასაწყობებისას, წყალმომარაგების არარსებობა და სხვ.

ბიზნესოპერატორი აღნიშნული შეუსაბამობების გამო დაჯარიმდა. გაიცა რეკომენდაციები. საკონდიტროს საწარმოო პროცესი შეუსაბამობების აღმოფხვრის შემდეგ აღუდგება.

ბეჭდვა