თბილისის ნაწილს დღეს ელექტრომომარაგება შეეზღუდება
თბილისის ნაწილს დღეს ელექტრომომარაგება შეეზღუდება
17:17 05.11.2018
თბილისის ნაწილს დღეს, სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.

კერძოდ, შეზღუდვა შემდეგ რაიონებს შეეხება:

ვაკის რაიონი

საინვესტიციო პროგრამით გათვალისწინებული ქსელის გაუმჯობესების სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), ფალიაშვილის და კავსაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონი

საინვესტიციო პროგრამით გათვალისწინებული ქსელის გაუმჯობესების სამუშაოების გამო 10:30 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქსნის, ფეიქართა და ელეფთერ ანდრონიკაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 11 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თემქის დასახლების III მიკრორაიონის III, V კვარტლების, ზღვისუბნის დასახლების III მიკრორაიონის V კვარტლის, გია რომელაშვილის, დავით ნიშნიანიძის და თორნიკე ერისთავის ქუჩების მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი

საინვესტიციო პროგრამით გათვალისწინებული ქსელის გაუმჯობესების სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გოძიაშვილის, არზაყან ემხვარის, დოლიძის და ქარელის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 12 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის და რაფიელ დანიბეგაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

სამგორის რაიონი

საინვესტიციო პროგრამით გათვალისწინებული ქსელის გაუმჯობესების სამუშაოების გამო 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სადგური ლილოს, ლილოს დასახლების, საქნავთობის დასახლების და ჭირნახულის ქუჩის მაცხოვრებლებს.

ისნის რაიონი

საინვესტიციო პროგრამით გათვალისწინებული ქსელის გაუმჯობესების სამუშაოების გამო 11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ცუცხვათის, ლეხ კაჩინსკის, ძევერის, ავლიპ ზურაბაშვილის, კოშკოვანის, კობარეთის, დოესის და გარეკახეთის ქუჩების მაცხოვრებლებს.


ბეჭდვა