5-10 ნოემბერს, თბილისს, ინკლუზიური ხელოვნების განვითარების დარგში მოღვაწე ბრიტანელი ექსპერტი
ტიმ უილერი ეწვევა, რომელიც ინკლუზიური ხელოვნების განვითარების მხარდასაჭერად, საკონსულტაციო შეხვედრებს გამართავს, როგორც ინკლუზიური ხელოვნებით დაინტერესებულ ორგანიზაციებთან და პირებთან, ისე განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენლებთან. მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, ექსპერტი შეიმუშავებს რეკომენდაციებს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ხელოვანების, მათი ხელოვნებაში ჩართულობისა და სახელოვნებო სივრცეების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებისათვის.
პროექტი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ბრიტანეთის საბჭოს თანამშრომლობის ფარგლებში ხორციელდება.
ტიმ უილერი ხელოვნების დამოუკიდებელი კონსულტანტი, პედაგოგი, თეატრალური კომპანიის Mind the Gap თანადამფუძნებელი და ყოფილი სამხატვრო ხელმძღვანელია. ოცდაათწლიანი გამოცდილების მანძილზე, მან 18 გასტროლზე, 100-ზე მეტ სახელოვნებო პროექტსა და საგანმანათლებლო პროგრამაზე იმუშავა.
5-6 ნოემბერს, ბრიტანელი ექსპერტი ექსპერტი საკონსტულტაციო შეხვედრებს გამართავს სამინისტროს წარმომადგენლებთან და ხელოვნების სექტორში დასაქმებულ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებთან, 8-10 ნოემბერს, კი ტრენინგებს ჩაატარებს სახელწოდებით „საგრანტო პროექტის დაწერა, აქტივობათა დაგეგმვა, პროექტის განხორცილება და შეფასება“.
ტრენინგის მიზანია ინკლუზიური ხელოვნების სფეროში მომუშავე მენეჯერების პროფესიული უნარების განვითარება პროექტის შეთავაზების დაწერაში, დაგეგმვაში, განხორციელებასა და შეფასებაში.
ტრენინგის მონაწილეები ცოდნას შემდეგ საკითხებში გაიუმჯობესებენ:
o არსებული საპროექტო განაცხადის ნიმუშის განხილვა და შეფასება
o პროექტის იდეის ნათლად ჩამოყალიბება
o წინასწარი დაგეგმვის მნიშვნელობა და გრაფიკი
o როლებისა და მოვალეობების გადანაწილება
o ბიუჯეტის შემადგენელი ნაწილები და გათვლები
o პიარ და მარკეტინგული გეგმის მნიშვნელობა
o რისკების გათვლა
o აუდიტორიის, პროექტის მონაწილეების. სპონსორების მოსაზრებების შეგროვების და მათი გაანალიზების მნიშვნელობა და ა. შ.
