„მაესტროს“ ანტენებზე ყადაღის მოხსნის მოთხოვნით იუსტიციის სამინისტროში მედიაკოალიციის განაცხადი შევიდა
„მაესტროს“ ანტენებზე ყადაღის მოხსნის მოთხოვნით იუსტიციის სამინისტროში მედიაკოალიციის განაცხადი შევიდა
15:12 26.07.2012
კოალიციამ „მედიის ადვოკატირებისთვის“ დღეს იუსტიციის მინისტრისა და მთავარი პროკურორის სახელზე ტელეკომპანია „მაესტროს“ კუთვნილ სატელიტურ  ანტენებზე ყადაღის მოხსნის მოთხოვნით განცხადება შეიტანა.

როგორც კოალიციის წარმომადგენელმა თამარ კორძაიამ აღნიშნა, სატელიტური ანტენების დაყადაღებით ირღვევა კონსტიტუციით დაცული გამოხატვის თავისუფლების უფლება, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ნორმები და „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონი.

„ჩვენი განაცხადი არგუმენტირებული და კარგად დასაბუთებულია. მივმართავთ მთავარ პროკურორს და იუსტიციის მინისტრს, რომ საკუთარი განცხადებით ყადაღის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება ბათილად გამოაცხადონ“ - აღნიშნა კორძაიამ.

გაზეთ „რეზონანსის“ რედაქტორის ლაშა ტუღუშის თქმით, დღეს შეტანილი განაცხადი იურიდიული დოკუმენტია, სადაც დეტალურად არის მითითებული მთელი რიგი ნორმები, რომლებიც სატელიტური ანტენების დაყადაღებით დაირღვა.

ბეჭდვა