საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვითა სამინისტროსთან აფხაზეთიდან დევნილების აქცია მიმდინარეობს.
სამინისტროსთან შეკრებილები ლტოლვილთა და განსახლების მინისტრთან შეხვედრას და საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილებას მოითხოვენ.
როგორც ჟურნალისტებს აქციის ორგანიზატორმა პოლიტიკური პარტია „მომავალი საქართველოს“ ლიდერმა გიორგი ლაღიძემ განუცხადა, დევნილები უკვე მეორე თვეა პერმანენტულ აქციებს მართავენ. თუმცა, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროსგან რეაგირება არ ყოფილა.
„მოვითხოვთ მინისტრთან დალი ხომერიკთან შეხვედრას და ამ ხალხის პრობლემების ერთხელ და სამუდამოდ გადაჭრას. ჩვენი აქციები არ შეწყდება მანამ, სანამ პრობლერმები არ მოგვარდება“ - განაცხადა ლაღიძემ.
აქცია ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროსთან ამ წუთებშიც მიმდინარეობს.
ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის დალი ხომერიკის ერთ-ერთი მოადგილე გიორგი ჟღენტი ამ წუთებში აქციაში მონაწილე დევნილებს პირადად ესაუბრება. დევნილები სამინისტროს წარმომადგენლებს საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფას თხოვენ.
