გლდანის რაიონში, მუხიანის მეოთხე ა მიკრორაიონის N10 კორპუსში მცხოვრებ ექვს ოჯახს ფართები
სიმბოლურ ფასად - ერთ ლარად გადაეცა.
აღნიშნული ოჯახები N10 კორპუსში წლების განმავლობაში ცხოვრობენ. მათ პირდაპირი განკარგვის ფორმით, პრივატიზების ხელშეკრულებები და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები გადაეცათ.
ხელშეკრულებები და საკუთრების მოწმობები აღნიშნულ ოჯახებს გლდანის რაიონის გამგებელმა ბექა მიქაუტაძემ, საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ ქეთევან ჯოხაძესთან და თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოს წარმომადგენელთან ერთად გადასცა.
